TANTUM (ტანტუმ) - სალონის ქიმწმენდის უნივერსალური საშუალება


12

COMPLEX TANTUM (ტანტუმ) - სალონის ქიმწმენდის უნივერსალური საშუალება

პროფესიონალური კონცენტრირებული საშუალება სალონის ქიმწმენდისთვის (სავარძლები, კავროლინი, ჭერი, ნაჭრისა და ველიურის ზედაპირები, პლასტიკი, ხელოვნური და ბუნებრივი ტყავი, შუშა, ლითონის ნაწილები). გააჩნია სასიამოვნო სურნელი. ეფექტურად აშორებს რთულ დაბინძურებას, არ ავნებს დასამუშავებელ ზედაპირს. არ ტოვებს ლაქებს და ნადებს, აცოცხლებს ფერებს. ხელმისაწვდომია მზა (გაზავებული) ხსნარი შემასხურებლის (ტრიგერის) სახით. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია როგორც სპეციალიზებულ აღჭურვილობაზე ქიმწმენდისთვის (ექსტრაქტორები, Tornador, წყალ-მტვერსასრუტები) ასევე ხელით წმენდისას.

გამოყენების წესები:

შემწოვადი ზედაპირებისთვის: კონცენტრატი ზავდება წყალთან პროპორციით 1:5-დან 1:8-მდე. დაატანეთ მიღებული ხსნარი დასამუშავებელ ზედაპირზე შემასხურებლის მეშვეობით, გააჩერეთ რამოდენიმე წუთით, დაამუშავეთ ჯაგრისით, ღრუბლით ან ხელოვნური ზამშის ხელსახოცით და შემდგომ მრეცხავი მტვერსასრუტით.

არაშემწოვადი ზედაპირებისთვის:

კონცენტრატი ზავდება წყალთან პროპორციით 1:4-დან 1:6-მდე. დაატანეთ მიღებული ხსნარი დასამუშავებელ ზედაპირზე შემასხურებლის მეშვეობით,გააჩერეთ 30 წამით და მოწმინდეთ მიკროფიბრის ჩვავით.

ყურადღება! პლასტმასის ზედაპირებზე გამოყენების შემდეგ მოწმინდეთ დამუშავებული ადგილი მიკროფიბრის ჩვავით და პლასტმასისთვის განკუთვნილი საპრიალებლით.

დანიშნულება: სალონის ქიმწმენდა

პროდუქტის კლასი: სპეციალური დანიშნულების

შეფუთვა: 0,5ლ, 1ლ, 5ლ, 20ლ

PH მაჩვენებელი 8,3


გაზიარება:

ბრენდი
COMPLEX
ფასი
12
ქვეყანა
რუსეთი
ნანახია
1461